არა მხოლოდ სევდა


ეშხი ახლავთ ამ ნოტებს ატოტილი ამ ქალის, 

რა ანაღვლებთ გულს რა ღრღნის, ან 
მთვარეს და ან კლავიშს...

გაგიგია ოდესმე მელოდია ამგვარი?!

მოგანდომებს მის ფერხთით გაითხარო სანგარი.

ან თოკი მსურს ან ტყვია, ან სამკალი ან კავი, 

ჩემი მიწა - მიწისძვრა, ჩემი სული - ანკლავი. 

ბევრი სიტყვა გავხედნე, ამ კალმით და ამ მკლავით,

და თუ სილა ვიწვნიე ცხოვრებისგან საკმარი, 

ვნახე ბაღის გაკვირტვაც, ყვავილების ამქარი!


2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი