იყო მხოლოდ გზა
იყო მხოლოდ გზა, ცხოვრებაზე ფიქრი, უცხო ქარის ხმა, ხმიადი და ნისლი. უთავბოლო სმა, ნამქერი და ქროლა, ყაყაჩო და ბზა, აჩქროლება სისხლის. იყო მხოლოდ გზა, უმზეო და მზა, წაგებული ბრძოლა, უცხო ქალის თმა. ახლაც, გზადაგზა, არის ფიქრი სხვა, მკვდარ ტოტების სხვლა, ყაყაჩო და ნისლი. 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი