ყველაფერი შენშია
ყველა შენი ნაბიჯი, უმცირესი ბიძგი, რაც კი შენს სულს აამებს, რაც კი შენს სულს ჯიჯგნის, რაც გაშორებს სამშობლოს, რაც გაშარებს მოყვასს, რაც კი გულს ტკენს ამქვეყნად ყველა კაცის მომყვანს, ყველაფერი შენშია, ყველაფერი შენ ხარ - გულში რაც კი თქეშია, წელში რაც კი გტეხავს. კეთილი და ბოროტი, შური, ბოღმა, დარდი, ღიმილი და ცრემლები, ყაყაჩო და ვარდი, ყველა ჯიშის ყვავილი, ყველა სახის გრძნობა, რაც კი გტანჯავს სიმძიმით, რაც კი არ გეთმობა, ყოველგვარი მიზანი, ყოველგვარი ნება, ყველა სახის მადლი და ყველა სახის ვნებაც - ყველაფერი შენშია, ყველაფერი შენ ხარ! აფრენა და დაცემა, იმედი და სევდა, ყველა წუთი რომელშიც გული გაგიხევდა, მოთმენა და დათმობა, მრისხანება, ბრაზი, ყველა ლურჯი ნატვრა და უწითლესი ხაზიც, მთელი ამაოება და ყველაფრის აზრი, პოეზიის სასახლე და სურნელი ბაზრის, გარეთ რაც კი მზე არის, რაც იმედით გკვებავს, ყველაფერი შენშია, ყველაფერი შენ ხარ! 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი