ხუთი სასმისი


წარსულს, აწმყოს და მომავალს შორის, 
ვდგავარ და უნდა ავაგო ხიდი,
ოდეს ბრჭყალია ცხოვრება ქორის,
ოდეს მეკვრება თვალებზე ბინდი.

წაქცეულია თასი სამივე, 
მაცვია შავი შესამოსელი,
თვალს მიღმა მრჩება სავსე სასმისი
და აღარ ვიცი რაღას მოველი... 

ვისიც მიწაა, არის ცაც მისი,
მისგან შეიქმნა არსი ყოველი, 
მისი ხსენების არა ვარ ღირსი,
წამში ჰყო ვინაც წუთისოფელი. 

კვლავ ვიმზირები მეორე მხარეს,
ვეძებ სინათლეს, ვაცეცებ თვალებს,
საწუთრო დიდხანს არვის ახარებს, 
მე კი სისუსტეს არ ვუღებ კარებს! 

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი