ფიქრი სოფელზე
ცოტა ხნით უნდა გავერიდო დახუფულ ქალაქს, სულს მიხუთავდა მე ყოველთვის სიტყვები მშრალი, იმედი გულში ხვალინდელის მარადჟამ დამაქვს, როგორც სხეული თევზის დააქვთ კონსერვის ქილებს. არსებობს ხალხი, ვისაც უყვარს ამ დრომდე ლექსი, უცხო არ არის რომელთათვის მზის ჩასვლის სევდა, გულის სიღრმეში ვინც გარდაქმნა ცხრიანად ექვსი, სითბოს ჩუქება სამყაროსთვის ვინაც გაბედა. ცოტა ხნით უნდა გავერიდო დახუფულ ქალაქს... 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი