* * *


ვინც კი მალულად მახე დამიგო,
ვინც კი მემტერა, ვინც ვერ გამიგო,
ვინც თავის თავი შერაცხა მართლად,
როცა სიავეს იქმოდა ნათლად,
ვინც მიღიმოდა ბადრი თვალებით, 
როცა ზურგს უკან მიწას მითხრიდა, 
ვინც სისინებდა ჩუმად გველივით,
ჩემს დაცემამდე წამებს ითვლიდა, 
ვინც ვერ განაგდო შური ფიქრიდან
- მადლის აღმგველი ბასრი ცელივით,
ვინც დარჩა იმად, რაც იყო ადრე, 
გულქვად და კერპად უწინდელივით,
შეუნდე, ღმერთო და განმიქარწყლე 
სამაგიეროს მიზღვის წყურვილი, 
კვლავ სიყვარულის მომმადლე რწმენა,
ისევ სიკეთის მომეც სურვილი!

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი