* * *
...ამ ხეზე უწინ ლექსი დავწერე, ხე იდგა ბაღში, როგორც ბავშვობა. მანაც იგემა წლების სიმწარე, იგრძნო გაშრობა, შლა და გახმობა. მახსოვს სახლის წინ, მწიფე ნაყოფით, გადასახვევად ჩვენკენ იწევდა, მაღლა ეჭირა თავი ყოველთვის, სანამ ჟამთასვლა დაამიწებდა. მიწვევდა მისი ჩრდილის სიგრილე, ჩვენ ერთად ყოფნა ხშირად გვიწევდა, ხე იდგა ბაღში, როგორც ბავშვობა, თავის კალთაში ყველას გვიტევდა. ისმენდა ჩიტთა საამურ ჟღურტულს, წვიმას და გრიგალს ჩუმად ითმენდა, მზის დანახვისას იწყებდა ჩურჩულს და ხარბი სუნთქვით ღამეს გვითევდა. ხე იდგა ბაღში. 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი