* * *


ვინ გამოგყვება სიკვდილის გზაზე?!
ლხინში ბევრია პურის მტეხავი,
საწუთრო სევდას არვის აკმარებს,
გული თუ შეგრჩა გაუტეხავი...

ვის დაუგორდა ბედის ბორბალი?
ვინ მოგიშუშებს სულის იარებს?!
ისე ცოტაა როგორც ხორბალი:
სისხლი და ხორცი და მეგობარი.

ძნელად იპოვნი კეთილის მსურველს,
როს ბოროტება მოდის თქრიალით,
ყველაზე რთული ყოფილა თურმე:
საქმე და სიტყვა, თანაზიარი.

მიჰქრის და მოჰქრის!.. რონინებს ქარი,
მოულოდნელი, როგორც გზა ტყეში,
და გახსენდება სიმართლე ერთი:
მარადის რომ არ გრძელდება თქეში!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი