ადამიანი
შენ მოზაიკის დეტალი ხარ და წვეთი ზღვაში, ქვიშის მარცვალი, ცეცხლის ალი, ვარსკვლავი ცაში. შენ ხარ ნაწილიც და მთლიანიც, ერთი და ყველა, ღმერთის ხატება და მსგავსება, რაც უთქვამთ ძველად. შენ უარყავი სამყოფელი – ადგილი სულის, მას შემდეგ, როგორც მოჩვენება, თან გდევს წარსული. და ახლა, როცა საკუთარი შრომით და ოფლით, გიწევს გატანა წუთისოფლის, დღიდან ღამემდე, ლოცულობ ხატთან თავდახრილი და ითხოვ ძალას, რომ არ დაეცე, რომ წამოდგე, რომ არ დანებდე. და ახლა, როცა გეძალება სევდა და დარდი, ცრემლიან თვალებს სარეცელზე უმალავ ევას; მას უკვე სძინავს, შენზე მეტად გვემულს და დაღლილს... 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი