,,ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა"
მე და შენ... ზედაშე... ვბედავთ ჩვენ ოცნებას. ვსხედვართ შინ, ხშირ და ხშირ ტყეების შვილები. შრიალებს ფოთლები, მინდორში ცეცხლია, მარცხენით ვიმარჯვებ ვერცხლისფერ სავარცხელს. ვმარცხდებით. გვესვრიან... არ ვდგებით მუხლებზე. წინ და წინ! ბოლომდე! - „როდემდეს“ პასუხი. გულებში სხვაგვარი სუსხია, უსხივოდ. და მაინც ყოველი წყვდიადი სრულდება... - ვამბობთ ჩვენ, -ვბედავთ ჩვენ... სამშობლოს დიდება!.. მე და შენ, გავეგოთ მშვიდობას ხიდებად... 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი