ჰაითაუერ
არ მიატოვო ლოცვა, თავს ცუდად იგრძნობ როცა, ჰაითაუერ, ჩვენ ყველანი მიწად ვიქცევით... რამდენი რამე ნახეს თვალებმა: სევდა, ტკივილი და სიხარული. მთელი ცხოვრება ვეძებთ კარიბჭეს, სიყვარულისას და სიკეთისას, მაგრამ ვერ ვპოვებთ ადამიანში ხშირად ვერაფერს, ნიღბების გარდა. რას არ ვანიჭებთ ხოლმე საფასურს, რა უმნიშვნელო საგნებზე ვდაობთ. ჰაითაუერ, ჩვენ ყველანი მიწად ვიქცევით! გადავიღალეთ. შურით და ბოღმით, სული დავქანცეთ და გამოვშიგნეთ. როგორ მოვნახოთ, შიგნით და გარეთ, გზა, მიტოვებულ სანთლის გარეშე, რად მივატოვეთ ლოცვა, ძმაო, ჰაითაუერ?! რად არ გვჯეროდა, ერთი ღეროდან რომ აღმოცენდა სიცოცხლე ჩვენი, რისი იმედით ვისუნთქოთ აწი?! ჰაერი, წყალი, ცეცხლი და მიწა, თორმეტი, ერთი და ოცდაათი... 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი