Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_mfsodgjuguvu7vo5281afchrui, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მოლოდინი - მიხეილ ქოპილაშვილი | პოეზია

მოლოდინი


შენ დგახარ ისევ ჩუმი და მშვიდი, 
სამყარო ცეცხლის ეხვევა ალში, 
ოდით ებრძოდა კოლხა დიაოხს 
და განსაცდელი მოვიდა შვიდი.

შრიალებს სველი პერანგი ქარში, 
პატრონი სანამ შიშველი დადის, 
არსიდან აღარ მოისმის ოხვრა 
და ცვლიან სარკეს ნახიშტარ თვალში...

იქნებ და, ისევ მოვიდეს დარი,
ნატრობ და ფიქრობ, ფიქრობ და ელი, 
რომ წარიშლება, გამხდარი ხელით, 
ზღვისა და მიწის ციური ზღვარი.

მანამდე, ბექზე ღამეა ხელი, 
გულია ცივი, შუბლია სველი, 
ღონემიხდილი, ვით უღელს ხარი, 
რა საიდუმლოდ გიმზერს სანთელი...


2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი