რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა...
...იმ ლამაზ წუთებს რა ვუყო, დროში ვერასგზის დანატევს, მითხარი, როგორ გავწირავ ღამეს, ედემში განათევს?! მამის საფლავზე, ჩემ ნაცვლად, მითხარი, სხვა ვინ ილოცებს, ვინ შეკრავს თაიგულებად გაზაფხულებზე მიმოზებს?! მანდ სულ სხვა დარი დამხვდება, დღე არ იქნება მზიანი, სხვის საფიხვნოზე იქნება, „სიტყვა მავიდეს გზიანი“?! მთვარეს ერქმევა „მუსტაფა“, „ბადრის" თქმასა ვარ ნაჩვევი, რახს რა შემატკბობს, ჩემია კახური გადანარჩევი. არ მინდა (ვეღარც ავიტან) წამები წლებად მეწელოს, ჩემს ლელოს აქაც გავიტან... ძმაო... შენ ჯვარი გეწეროს... 2014
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი