აღსარებასავით


დასრულდება დასაწყისი, ვერ მოვასწრებთ სინანულს...

არ გვეყოფა დრო და სივრცე, ქვეყნად ერთხელ მოვედით. 

სიყვარული? შეჩვევაა, თორემ გამოვტოვებდით.

ალბათ, სულ სხვა იქნებოდა, თავიდან რომ გვეცხოვრა -

მთელი გულით ვირწმუნებდით დავიწყებულ მაცხოვარს... 

გახსოვს ზეცა, ბავშვის ცისფერ თვალებში რომ იხილე, 

მწვერვალები თეთრი წვერით, მცხუნვარე მზის სიგრილე? 

გინდა გრძნობდე, დედამიწის გულისცემას ხედავდე, 

მორიდებულ მათხოვართან ჩახუტებას ბედავდე, 

ხორცი მიწას მიაბარო, სულში დარჩეს ადგილი? 

დაგიმგზავრებ, ზეცამდე რომ შევიმოკლოთ მანძილი...


2013

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი