გაბრიელს
მახსოვს... მოხვედი ჩემთან, გაბრიელ, შენ ნაცრისფერი ქურქი გემოსა, თვალები სევდით გიციმციმებდა, ატანდი როცა ფიქრებს გემოსა. გახლდა გოგონა, ვეღარ ვიგონებ... წარსულს ვერ სწვდება ჩემი გონება, ჩამოიქროლებს ბოლო ვაგონი, პირველს კი სტანჯავს კვლავ მოგონება. წვიმდა და წვიმდა... ორნი ვიდექით, აივნის პირზე, წვეთებს ვითვლიდით, ახლაც მომინდა სიტყვის თქმა ჩოქით, შენი ხსენება, კრძალვით და რიდით. ან ეს სიტყვები რაღას უშველის, ან ჩემი ცრემლი - სული შიშველი, მწამს, რომ სიცოცხლე ისევ მოგელის, ლურჯი, დიადი, უნატიფესი... 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი