შეჩვევა


მარტში, მარტოობამ შობა მარტო
თრობა.

სიშორემ წაბილწა სულის სინატიფე.

და ყოველ ნაჯღაბნში, ჭიქასა თუ ჯამში,

თითქოს, წამიერად ყოფას ვიმარტივებ, 

როგორც ათასები.


ისევ მომეძალა ახლა ნოსტალგია,

ღმერთო, მომე ძალა ფეხზე წამოდგომის! 

ასე ეჩვევიან ლაფში სიარულსაც,

ძალა აღარა აქვთ, უკვე როცა ომის;

კვდებიან მასსები.


2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი