საფეხურები
იშვიათია ასეთი ღვინო - დარჩენა მხოლოდ საკუთარ თავთან... გვატარებს ბედი აღმა და დაღმა, ვერ ხარობს მუდამ ყველა თავთავი, ტოვებს ცხოვრება ჩვენს სულზე დამღას და კიბე-კიბე გვათრევს დაღლამდე. და მაინც ფეხზე ადგომას ვლამობთ, და მაინც ცისკენ გვიჭირავს თვალი, და ისევ ისე... ვცოდავთ და ვნანობთ, ანათებს მზე და უბერავს ქარი... 2023