წინაპრისამებრ
მე გაზაფხულის საღამო მათრობს,
გულში უშრეტი ბრძოლის ჟინია.
ვცლი ცეცხლით სავსე ლექსის მათარას,
დროა სიფხიზლის, რა დროს ძილია!
წყურვილი მახრჩობს რაღაც სხვაგვარი,
როდესაც ღამე გატეხილია.
სისხლში მომყივის გენი მედგარი,
რა ატეხილი ქარტეხილია!
მე მეზმანება მაქმანი დილის,
აქედან ახლა ბარიც ახლოა,
ვარ ჩემი გვარის ერთგული შვილი,
მფარველი ჩემი ბარისახოა.
ასე იბრძოდნენ, ჯიშით და გვარით
და თვალწინ ედგათ ფესვები მუხის,
ერთ ხელში ხმლით და მეორეს ბარით,
არ ნებდებოდნენ ოხვრას და წუხილს !
2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი