მარიამი


მთვარე იყო სევდიანი, 
ღამე იყო დარდიანი, 
ველი იყო ნამიანი, 
დაიბადა მარიამი. 
ქარი ქროდა ჩქარიანი 
და ცხოვრება ნაღვლიანი 
გახალისდა მაშინ როცა... 
დაიბადა მარიამი. 
სახე ჰქონდა ანგელოზის 
და ქალწულის წმიდა სული, 
გაებადრა სახე მთვარეს 
და განაგდო უცებ რული. 
მზე გაბრწყინდა თვალიანი 
და ველებიც ნამიანნი 
თავს იდრეკდნენ მის წინაშე, 
– დაიბადა მარიამი.
ხალხი კვლავაც დადიოდა, 
აქეთ-იქით, იქით-აქეთ, 
მზის ჩურჩული შემოესმათ:
დაიბადა და შეაქეთ. 
იქ უძლური იყო სიტყვა, 
მის საქებრად რაც კი ითქვა, 
დაიბადა მარიამი
და ოცნება ცხადად იქცა. 
მას შემდეგ კი იყო მთვარე, 
იყო მთვარე ხიბლიანი, 
დაიბადა მარიამი, 
დაიბადა მარიამი!

                                                   
2009

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი