როცა წვიმს
როცა წვიმს, როცა წვიმს, როცა თოვს, მე მახსოვს ციალი მაგ თვალთა. ქარი ქრის, ქარი ქრის, როცა დროს არავინ არ ახსოვს შენ გარდა. სადა ხარ? სადა ხარ?! სადღაც შორს... თვალუწვდენ ბილიკზე დაგლანდე! რაღა დროს, რაღა დროს... რაღა დროს... რა ვუყო მითხარი, ჩუმ ნაღველს. ისევ წვიმს. ისევ წვიმს.. ისევ წვიმს... ისევ თოვს. ისევ თოვს.. ისევ თოვს... არ ვიცი სადა ხარ, სადღაც შორს... გეძებო? გეძებო? გეძებო? რაღა დროს, რაღა დროს, რაღა დროს... რა ხანი გასულა ჟამიდან... მიყვარხარ. მიყვარხარ... მიყვარხარ!.. დანახვის პირველი წამიდან... 2010
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი