,,AUT CUM SCUTO, AUT IN SCUTO"


ვიცი, ამ წუთებს დიდხანს ელოდით, 
გიოცნებიათ მტერთან შებმაზე, 
ნუღარ იფიქრებთ საკუთარ თავზე, 
ფარით ან ფარზე, ფარით ან ფარზე!

გაშალეთ დროშა, ხმლები იშიშვლეთ, 
იფიქრეთ მხოლოდ მშობელ მიწაზე, 
დამარცხებულნი ვერ დავბრუნდებით, 
ფარით ან ფარზე, ფარით ან ფარზე!

აქ აღსრულდება ჩვენი მისია, 
უკვე გველიან სამოთხის კარზე, 
ან გამარჯვება, ანდა სიკვდილი, 
ფარით ან ფარზე, ფარით ან ფარზე!

                                                                                    
2012
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი