ღამე ლექსებში განათენები
ჩვენ ვართ პოეტები, სხვები არ გვჭირდება, იყოს — ხელოვნებას როგორც დასჭირდება. ფურცელს რა დაგვიხევს, მელანს რა გამოლევს, არ მსურს დავიჯერო ასე გაჭირდება. მიდი ჩამოასხი, თავზე დაგვათენდა, მალე მეიდანზე სხივი გაბრწყინდება. ერთიც წამიკითხე რამე შენებური, მინდა მოგისმინო, ლექსი არ მწყინდება. წყვდიადს რა ხელი აქვს, მიდის უკვდავება, რადგან შემოქმედიც ფიქრობს პოეტურად... 2012
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი