კაპელა — სოლო


ცად აზიდულა ღამის ბატონი, 
მზე დაცლილია სისხლისგან თითქოს, 
ცრემლად დაღვრილა თოვლის ფანტელი, 
თეთრი მოხუცი სადავეს იპყრობს. 
ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს წლებმა, 
გადაიარეს დროთა ამქარი, 
ფოლადისფერი არის ღრუბლები, 
მარადისობის მცველთა ლაშქარი. 
როცა სიწყნარე ახლავს ქარიშხალს, 
ამაწიოკა რატომღაც სიომ, 
აღარ დაგიწერ, ვიცი, მადრიგალს, 
ცაში ავაგებ ფიქრთა ბასტიონს. 
ვამსხვრევ დოგმებს ყველა დარაბას, 
უნდა ვიმღერო კაპელა-სოლო,
მალე დიანაც გაიხდის კაბას 
და აენთება ცაზე აპოლო!
                                                                                    
2012

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი