სევდა უცვალებელი
ცოცხალია სიკვდილი, სიცოცხლე კი მკვდარია, რა გიჟმაჟი მზე არის, რა მცხუნვარე ქარია. ლოთი არის ფხიზელი, ფხიზელი კი მთვრალია. ეს რა თეთრი მდელოა, ეს რა მწვანე თოვლია. ეს ქვეყანა სხვისია, სხვა ქვეყანა ჩვენია, წყალს მეტი აქვს გრადუსი, არაყი კი წყალია. მე ცოცხალი არა ვარ, მკვდარი კი ცოცხალია, სითბო გახდა სიცივე, სიცივე კი თბილია. ბნელი არის ნათელი, ნათელი კი ბნელია, სხვისი სევდა ჩემია, ჩემი სევდაც ჩემია... 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი