***


„როდესაც ასე — მოკრძალებით — გაყრიან მიწას, 

მოკრძალებული დაკრძალვაა და უნდა იყოს. 

გაუმხელელი კაეშანი დახუჭულ თვალთა, 

ზეცა მიწისთვის წარმოგზავნილ ლაჟვარდებს ითხოვს. 

აჰყვება ხალხი მონაჭორს და ახრჩოლებს ფიქრებს,

„აკრძალულ ხილზე“  „მოკრძალებით“  იმსჯელებს როცა, 

სანამ პოეტი არ დაამსხვრევს სისხლიან კალამს 

და კლავიშებზე შეადნება თითები მოცარტს... 

დარდობენ ასე — არაფერზე, არაფრის გამო, 

რადგანაც ყველგან აბსურდია აბსოლუტს მიღმა... 

...გრჩება ვარდისფრად დაფერილი ერთი საღამო, 

ვიდრე უარსო არსებობას ლექსით შენიღბავ...

                                                                                               
2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი