ისტორია მეგობრისა


ეს მერამდენე მატარებელი მოსწყდა ლიანდაგს, 
აღარ მოელი ცხოვრებისგან ძღვენს და იადგარს.
ატკინე გული, ვისაც ასე ძლიერ უყვარდი, 
ვისაც თვალებზე უშენობით ამოუღამდი. 
ნანობდა იმას, ასე როგორ დაიგვიანა, 
ეს მერამდენე მატარებელი მოსწყდა ლიანდაგს...
რელსებზე ახლა კივილია ქარის და ქალის, 
ორივე გულში, ამ ერთ გულში მრჩება იარად, 
ადამიანი ვერ ამართლებს ყოველთვის სახელს, 
ვერც ყველა კაცი იწოდება ადამიანად. 
ეს მერამდენე მატარებელი მოსწყდა ლიანდაგს, 
ოცნება მისი, შენს ოცნებას ვერ ეზიარა. 
შენს გულს ითხოვდა, მაგ უგულო გულის ფიალას, 
ეს მერამდენე მატარებელი მოსწყდა ლიანდაგს... რელსებზე ახლა წივილია ქალის და ქალის, 
ორივე გულში, ამ ორგულში მრჩება იარად, 
ადამიანი ვერ ამართლებს ყოველთვის სახელს, 
ვერც ყველა კაცი იწოდება ადამიანად!..
                                                                                              
2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი