გაფრენამდე ორი წუთი მიკლია
მოაშორეთ დედამიწას სარტყელი — გაფრენამდე ორი წუთი მიკლია. ხანდაზმულთა მინისფერი თვალები, მათხოვრობა - იდუმალი ციკლია. მოაშორეთ დედამიწას სარტყელი, მიწამ დედას გამოსტაცა შვილები, ბავშვის თვალწინ იხევიან ფურცლები, მელანი კი - ცრემლი განდეგილების. მოქრის ბედი - გასროლილი ,,პატრონა", როგორც ჯვარი, სანამ გავითოშებით, გაფრენამდე ორი წუთი მიკლია, ასეთ ყოფას მოკვდომია პატრონი! სანამ ზეცა დაგვანაცრებს პეშვებით, პლანეტებზე ვისეირნოთ ქოშებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი