მე ვარ ზამთარი...


„და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა
ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!“
ნიკოლოზ ბარათაშვილი

მე ვარ ზამთარი,
მე ვარ ზამთარი, _
თეთრი აფთარი,
დარდით ნათალი.

მიტოვებული
მე ვარ საყდარი...
შენი მძივი ვარ,
ყელზე ამწყდარი.

ცრემლი ვარ, ცრემლი _
შენს თვალს მომდგარი...
შენი წყენა ვარ,
მარცხი ყომრალი.

მე სიტყვები ვარ,
მიზანს ამცდარი...
თოვლი ვარ, ყინვა _
სუსხით რაც არი.

სანამ სიცივეს
ტყვიად დამახლი,
მერე დამფლავ
და ნაბუქს დამაყრი...

ვიდრე გასარყულს
შენგან გათვალვით,
მიჭირისუფლებს
ყორნის ღავღავი...

როგორც კაპრალი, _
კოჭლი, საპყარი
და მაგ უძირო
სულის ნაპრალი _

მე ვარ ზამთარი,
მე ვარ ზამთარი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი