ვაჟას ფორმულა


(გამოყვანილი მისი სამი შედევრიდან: „სტუმარ-მასპინძელი“, „ალუდა ქეთელაური“ და „გველისმჭამელი“)

ადამიანი რომ დაიბადება, ამ ერთი ბეწო დედამიწაზე რომ მოვა, უკვე სტუმარია, როგორც ზვიადაური; იმავდროულად მასპინძელიცაა, როგორც ჯოყოლა ალხასტაიძე ანდა უმშვენიერესი აღაზა; და კაცობრიობის წინ წასაწევად ალუდა ქეთელაურის ნაბიჯის გადადგმა ევალება მაღლით - უფლისაგან, რომ შეიყვაროს მტერი თავისი და არა გველისმჭამელი მინდიასი, ბუნების გაგების ნიჭის დამკარგავისა თავისივე ყოფითი პრობლემების გადასაწყვეტად და ამის გამო თავისმკვლელისა...
ვაჟა-ფშაველას უნივერსალური ფორმულაა ეს, ყველა ადამიანს რომ მოერგება!
და ჩვენ რომელ ამონახსნებად ვივარგებთ, ესაა ხოლმე საქმე...

6 ივნისი, 2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი