აღარ იქნება


აღარ იქნება დღესასწაული თქვენთვის.
აღარ იქნება ბოთლისძმაკაცი ბევრი.

აღარ იქნება საცხოვრებელი ბინა.
აღარ იქნება კოცნაობა და გმინვა.

აღარ იქნება კერძი, თბილი და ამო.
აღარ იქნება დარდი ბრიყვების გამო.

აღარ იქნება პოლუციები სიზმრად.
აღარ იქნება მწველი ზაფხული ხილვად.

აღარ იქნება პური, წყალი და ინა.  
აღარ იქნება საცხოვრებელი ბინა.

აღარ იქნება მაღალ ჭიქებში ვისკი.
აღარ იქნება სულის აღდგენის რისკი.

აღარ იქნება ხეები შენი მზერით.
აღარ იქნება, მარტოობა რომ გდევნის.

აღარ იქნება ბოროტება და ტანჯვა.
აღარ იქნება თანაგრძნობისთვის გარჯა.

აღარ იქნება სიხარული და ჭმუნვა.
აღარ იქნება ამ წუთისოფლის მდურვა.

აღარ იქნება ბევრი მოთქმა და ბოდვა.
აღარ იქნება თქვენი ხსოვნა და ცოდვა.

აღარ იქნება სველი ბარათი ცრემლით.
აღარ იქნება, იყოთ ძლიერი ღელვით.

და დრო რომ გავა, ვერ ნახავთ შუქის მხილველს.
დაბრმავდებით და აღესრულებით დილეგს.

და რაც ყოფილა, ზურგით დადგება ერთწამს... 
დაემსგავსება გრძივად დაფხრეწილ ზეწარს.


(ფრაგმენტი იოსიფ ბროდსკის პოემიდან „ზოფია“, 1962 - თარგმანი დიმიტრი პავლოვის  პიესიდან: „პოლკოვნიკი ამბობს - „მიყვარს“)
© მიხო მოსულიშვილი, 2013

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი