გინკგო ბილობა
იოჰან ვოლფგანგ გოეთე გინკგო ბილობა ამ ხის ფოთოლი, ამ ხის ფოთოლი, აღმოსავლეთის სტუმარი ბაღში, ეხმაურება ჩვენს ჩუმ მოლოდინს, იდუმალებით აღსავსე მარშით. ნეტავ თუ მართლა არის ეული, თავისი ნებით შთენილი მარტოდ? თუ ორი არის, იმით რჩეული, ერთად ჩათვალონ, ამას რომ ნატრობს? ამგვარი კითხვის პასუხი ვძებნე, მაგრამ ვიპოვე საჭირო კითხვა: ჩემს სიმღერებში, - რას ფიქრობთ ჩემზე, - მხოლოდ ერთი ვარ თუ ორად ვღირვარ? 15 სექტემბერი, 1815 მთარგმნელი: © მიხო მოსულიშვილი, 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი