ნერონი


ნერონი არის, ალკმეოსი, თუა ორესტე -
დედები მოკლეს სამივემ და სიკვდილს მონებენ.

კენტი და ლუწი დაითვალე წერა-მწერლისა
და შენც იპოვი: ნერონია მკვლელი დედისა.

ენეასს მოჰგავს, თუ შეხედავ, მმართველი ჩვენი,
ტროადან მამა რომ გაჰყავდა, - ეს დედას შველის.

თუკი პართელი მშვილდს ამღერებს, ეს - ლირას დამღერს,
თუკი ის შორით მტყორცნელია, ეს - მაღლით დაგვმზერს.

რომი - სასახლედ, ჩვენ - ღატაკად გვაქცია ყველა,
საით გავექცეთ, ვეიშიც კი ვერ ვპოვებთ შვებას.


თარგმანი გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსის წიგნიდან „თორმეტი კეისრის ცხოვრება“, მთარგმნელი: © მიხო მოსულიშვილი, 2011

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი