ტიბერიუსი
სასტიკო, დაუნდობელო, კიდევ რა გითხრა მეტი? დედას შენებრი უყვარდეს, მეტი არაა მტერი. ვეღარც რაინდი ვერა ხარ, უშქრად გაკლია ხალხი, როდოსზე იყავ ლტოვლვილად, თავს გენგრეოდა სახლი. ოქროვან საუკუნეთა აღარ ბრკიალებს ალი, დგას საუკუნე რკინისა, სამშობლოს ხურავს ჩალით. შენ ხომ ღვინოსაც აღარ სვამ, სისხლი გწყურია ჩვენი, დათვრები, გაილეშები და სიკვდილისას მღერი. სულას შეხედე, რომულუს, - ეგებ ეს არის ბოლო, - შენ უბედური რომ გვყავხარ, ბედნიერია როგორ. უკან დაბრუნდი მარია, დავრჩით გარეშე მერცხლის, ანტონიუსმა დააგზნო ძმათამკვლელ ომის ცეცხლი. შენ იტყვი: რომი სადღაა, უკვე მკვდარია რომი, რომი ომის ტყვე შექმნილა, დრო აღარა აქვს შრომის. თუმც კეისარი ღაღადებს, რომ ამ ომიდან გვიხსნის, - ოტებულს მეფედ რა აქცევს, თუ არ დაღვარა სისხლი. თარგმანი გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსის წიგნიდან „თორმეტი კეისრის ცხოვრება“, მთარგმნელი: © მიხო მოსულიშვილი, 2011
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი