ჩემი გული მიეყინა ზამთარს


ჩემი გული მიეყინა ზამთარს,
შორს დაგვირჩა მზის თვალება ოდა.
შენს თვალებში გაზაფხული ჩანდა,
ჩემს თვალებში -შემოდგომა ქროდა.
შენს გამო ვერ გადავივლი ცხრა მთას,
გულის ფეთქვა კიდევ დამრჩა ცოტა,
შენს თვალებში მაისის ცა ჩანდა, 
ჩემს თვალებში -შემოდგომა ქროდა.
სიჩუმეა და მოწყენას ფანტავს,
მეც გამლახა სიავენმა დროთა.
შენს თვალებში ანგელოზი ჩანდა,
ჩემს თვალებში -შემოდგომა ქროდა.
წადი სადმე,
დამივიწყო გმართებს,
მე არ ვიცი სადა ვარ, 
ან ვინ ვარ.
მე ვერასდროს ვეღარ დავთმობ ზამთარს,
მე არასდროს გამეცლება ყინვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
დავით ანასტასიადისანასთეიშენ2 კვირის წინ

მაგარი ლექსია

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი