გზაჯვარედინი


სასოწარკვეთას კვლავაც ვიმიზე-
ზებ და კვირტები ყრია ვაზნებად.
ჩემს ხერხემალზე ლოკოკინისებრ
ეს საუკუნე მიიზლაზნება.
ის ერთი ქალი წარსულ დროიდან 
მოვა.. ზაფხულის სურნელს მოიტანს 
ის მოედება მერე მოედანს 
და მაგრძნობინებს კვლავ თავს პოეტად.
მივდივარ სადღაც სულამოთხრილი
წინ კი, კედელი შემეჩეხება
და ტვინის გარდა ,თურმე ხელებსაც
ამახსოვრდება ქალის შეხება.
ხეს ჭრი და შენთვის იმზადებ კუბოს,
დადიხარ შენთვის საფლავს იზომავ,
თავის წიაღში ვერ დაგიტია,
ამოგისროლა მარადისობამ
და გამოგრიყა ლურჯ პლანეტაზე,
რომ დაგელია სიმწრით დღენია.
შენი სხეული, შენი თვალები,
მიმოლეწილი ტაძრის ბჭენია.
რომია სული და ცეცხლში იწვის,
წვიმს საშინლად და მოჩანს გზა სველი.
გზაჯვარედინზე ვდგავარ და ვიცი,
რომ არცერთი გზით არ ვარ წამსვლელი,
მომწყინდა რადგან მიწაზე ყოფნა,
მომწყინდა მართლაც, 
ისე თუ ასე,
მე ვარ ტიტანი და ოლიმპოსის
ჩამოსაქცევად მივცოცავ მთაზე.
აი, რა არის ჩემი მიზანი !
ვერ გამომიცხობ, ვერა სეფისკვერს,
ნეტავი ვიყო თუთის სიზმარი,
გავფრინდებოდი გათენებისკენ.
მილიარდობით მოძრაობს კაცი,
ზოგი ქრისტეა, ზოგი ალახი,
ფსკერზე დაცურავს პატარა თევზი,
რომელსაც მთვარეც არ ყავს ნანახი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
დავით ანასტასიადისანასთეიშენ2 კვირის წინ

მაგარი ლექსია

დავით ანასტასიადისანასთეიშენ2 კვირის წინ

მაგარი ლექსია

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი