წითელი შუქი


მახსოვს რომ ეშმაკს სული მიჰყიდე
და ანათებდა წითელი შუქი,
ვიდექი ახლოს და ვერ მოვდიოდი,
გარემო იყო იმდენად მუქი.
არ მახსოვს ზუსტად თუ რა გამაჩნდა,
სიბნელე წყვეტებს ღამეში სულ ქმნის,
რადგან თბილისი მარყუჟად იქცა,
წრე იყო, სადაც არ არღვევდი დუმილს.
ჩემ ლექსებს შენ დღეს ვეღარ გაიგებ,
ამიტომ შევკარი მე ისევ მუჭი,
მახსოვს გარბოდი ქარიან ღამეს,
და ჩემი სიმშვიდეც აღმოჩნდა ფუჭი.
კვლავაც ქაოსში გავიბინდები,
ისევ წამიღებს ქარი და ელვა,
მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება,
შენი დაკარგვის წინარე ღელვა.
განა არ მსურდა მე დაბრუნება,
განა არ მსურდა სიმართლე მეთქვა,
მაგრამ თუ წყდება ეს სიყვარულიც,
სულ თან წაიღე, შენ ჩემი ვნებაც.
ვფიქრობ მე დღესაც რა გამაჩნია,
თითქოსდა მხოლოდ შემომრჩა რწმენა,
მაგრამ ვხედავ სხვა განთიადია,
რადგან სისხლშია ორივე ვენა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი