ხანდახან
უსმენს ბლუზსაც და ხანდახან ქანთრის, კითხულობს კამიუს, ხანდახან სარტრის, უყვარს მზე, მაგრამ, ხანდახან აწვიმს, ირჩევს სირთულეს / ხანდახან მარტივს. ხან არ საუბრობს / ხანდახან დაგღლის, ფიქრობს რაც ავსებს, ხანდახან დაცლის, შიში აქვს საბელის, ხანდახან დაბმის, ხან დგას ადგილზე, ხანდახან დარბის. პრობლემა ძილის და ხანდახან მადის, ხან ვერ მოძრაობს, ხანდახან დადის, ვერ ხვდება ზოგჯერ, ხანდახან რა სჭირს, და ვერ პოულობს - ხანდახან ადგილს. ყიდულობს ტანსაცმელს, ხანდახან სხვა სტილს, ფიქრობს მოკვდება თუ ხანდახან არ ცდის, აღარ აქვს ძალა მას - ხანდახან განცდის, და ფიქრობს რომ ცხოვრებაც, ხანდახან არ ღირს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი