პალიტრა


ფერები გამუქდა ჩემს პალიტრაზე,
გამხვრიტა გრძნობამ და დავიცალე.
ბოლო დღეებშიც ვითვლიდი წამებს,
მაგრამ შენ ჩემი აღარ იწამე.

მე შენ გელოდი, არ ჩანდი გზაზე,
იმედით სავსეს, არც გაკიმარებს.
შენ მიწყრებოდი მუდმივად და დღეს,
მშვიდად იძინებ, გარდავიცვალე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი