სევდის ოკეანე


ვგრძნობ მე აღარ დამრჩა ძალა,
ხავსს რომ ვსდიო ისევ ქარში,
ის კანიდან ისე გამეცალა,
ისევ სიმცირეს ვგრძნობ ტანში.
თითქოს ტყდება ჩემი თავის ქალა,
ბზარებს ვატყობ უკვე ხმაში,
სევდის ოკეანე მომეძალა,
მშვიდად ვარ გახვრეტილ ნავში.
თითქოს იმედებიც დაიმალა,
არსებობა ჩაიყარა წყალში,
ჩემმა მცენარემ ვერ გაიხარა,
სიცარიელეს ვალაგებ ჯამში.
რეალურ ფიქრსაც ვეღარ ვმალავ,
ყველა სპექტაკლს მალე ჩავშლი,
სევდამ ერთხელ უკვე გადამყლაპა,
მაგრამ, მზის ქვეშ უკვე გავშრი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი