ფერადი ღილები


ფიქრების მორევი მახრჩობდა ისე,
გავბედე სუსტმა, დამეწყო ლოცვა,
კვლავ ვიხსენებდი ძირს დაყრილ ქისებს,
ასე დავცალე სევდით სავსე ბოცა.

მუდამ ვიშვერდით სხვებისკენ თითებს
და არ გვასწავლეს დემონთა ხოცვა,
ჩვენ თავებს ვიქებდით ვეძახდით გმირებს,
საკუთრად ვთვლიდით ვინც რამე მოგვცა.

ვეღარ ვაგროვებ ძირს დაყრილ კბილებს,
დროების მუშტი სახეში მომხვდა,
და მაინც ვიკერებ მე ფერად ღილებს,
ვამბობ, რაც მოხდა, უბრალოდ მოხდა.

ბავშვივით ვითვლი ფეხებ ქვეშ ფილებს
და ვერ ვივიწყებ ქარი რომ ქროდა,
სიჩუმეში ხმაურს ავირჩევ ისევ,
თუ დამავიწყებ რომ ხმაური მსპობდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი