მარის ჯამბაზები


დაბადების დღეზე დედამ
სიურპრიზი გამიკეთა,
საჩუქარიც ამას ჰქვია-
ჯამბაზები მოიწვია.
სახედახატულები და შარვალჩაჩულები,
ვარდისფერი პარიკით
და სასაცილო ყურებით.
გვამღერეს და გვაცეკვეს,
გვაცინეს და იცინეს.
ცხვირ-პირი მოუთხუპნეს
დეიდებს და ბიძიებს.
ბოლოს, ოინს მივუხვდით
მე და ჩემი ძამიკო:
ჯამბაზებში ვიცანით
დედიკო და მამიკო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი