საქანელა
ქარზე სწრაფად, განა ნელა დაჰქრის ჩემი საქანელი. თმები ქარში მიფრიალებს, კიდევ დიდხანს ვიქრიალებ. ფეხს ჯიუტად მიწას დავკრავ, ღრუბლებამდე ავალ მაღლა. ველს ზემოდან გადმოვხედავ და ვერ ვიგრძნობ დიდხანს დაღლას, მაგრამ ამ დროს იქაქანებს ჩამომჯდარი იქვე ბაბუ... მიკვირს, მე თუ დავქანაობ,- იმას როგორ ესხმის თავბრუ?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი