დედამიწა


სამყაროში ასეა,
დედამიწა იბრუნებს,
ბუნებას თუ მოვუვლით-
მაშინ ჩვენზეც იზრუნებს:
ტყე ისევ იშრიალებს,-
სუფთა ჰაერს გვასუნთქებს,
მიწა აყვავილდება,-
თავის ნაყოფს გვაჩუქებს.
მდელო-ყვავილს მოგვართმევს,
ყანა თავთავს მოისხამს.
წყარო,- წყურვილს მოგვიკლავს,
მზე, -ახალ დღეს მოიყვანს.
დედამიწა უკანვე
ჩვენს სიკეთეს გვიბრუნებს.
მოვეფეროთ ბუნებას,-
ის კი ჩვენზე იზრუნებს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი