ღამის ფიქრები


კვლავ მოვედი.. 
დღესაც დავწერ,ხვალაც და სულაც დავწერ.
საწერად,თემა არ გამომელევა,რადგან ზუსტად ვიცი რა მაწუხებს,ზუსტად ვიცი რის გადმოცემა მინდა,რა მინდა მოვუყვე ხალხს.
კეთილი ადამიანები გვესაუბრებიან იმაზე,რომ ყოველთვის ჩვენი თავის იმედი უნდა გვქონდეს,უნდა გვქონდეს იმიტომ,რომ ჩვენი თავის გარდა სხვა ვერავის ვენდობით,სხვა ვერავინ დაინახავს ჩვენს ტკივილს,ჩვენი გულის იარას,მოუშუშებელ დარდს და სხვა ბევრ რამეს.რატომ ხდება ისე,როდესაც ადამიანს ბევრი წყენის შედეგად,კვლავ სითბოს დაანახებ,კვლავ გინდა,რომ კარგად მოექცე და მისგან,მხოლოდ რამდენიმე  'მოგდებულ'  სიტყვაზე უნდა დაკმაყოფილდე თითქოს.
არაუშავს,ბევრ შეცდომას დავუშვებთ,ბევრს ვისწავლით,მაგრამ ზუსტად იგივე,აღარასდროს განმეორდება.
ბევრჯერ მქონია გადაულახავი პრობლემის შედეგად სტრესი,ახლა კი უბრალოდ სტესი მაქვს,მეტი არაფერი. 
ვითომ,დიდი არაფერი,მაგრამ როგორ გვავიწყებს გაზაფხული ყველა ნეგატივს,როგორ შემოდის ჩვენს სულში და უცებ აღვიძებს გუნებას,ორგანიზმში ხეები ამოდის,პეპლები შრიალებს და ყველა იმ ცუდს გვავიწყებს,რასაც აქამდე ვგრძნობდით,რასაც აქამდე ტკივილი ქვია,ერქვა და ალბათ,ისევ ერქმევა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი