***
ათასი წლის ვარ, ვერ გამაკვირვებ, ვეღარც ღალატით, ვერც თვალთმაქცობით, ვერც აბრეშუმის კაბის ფრიალით, ვერც სიმდიდრით და თვალ- მარგალიტით. ათასი წლის ვარ, ვეღარ ვენდობი შვლის ნუკრის თვალთა ბრიყვულ ნათებას, არც ფოჩიანი კაბის შრიალი იწვევს ჩემს გულის ლაღ აღტაცებას... ათასი წლის ვარ და მხოლოდ ისევ ისღა მიფეთქებს გულში სიამეს, ის, რაც მაშინაც ლხინით მავსებდა, როცა ბავშვობის ვითვლიდი წამებს... ... ათასი წელი ისევ ერთგული, ისევ ვაღმერთებ სპეტაკს და წმინდას, ამღვრეული წყლის ვერ ვარ სადგური, ვისაც რა უნდა, ის თქვას და ის ქნას... ათასი წლის ვარ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი