ეკა კვიციანს


იცი? ისევ შემეფეთა ცა ლურჯი და მოიისფრო,
კვლავ მომინდა, მარტო დავრცე, თანაც ახლოს მთებთან უფრო,
რომ ხელებით ღამღამობით წამოვკრიფო ვარსკვლავები,
დილით სახლის აივნიდან,
ალბათ, ცამდე ავმაღლდები...

მიხარია ცაზე ისევ ხომალდების გამოჩენა,
ფიქრით უკვე ვმოგზაურობ, 
ვიწყებ კადრთა გამორჩევას,
მთებში მინდა გადაკარგვა,
მთებში მინდა კვლავ დარჩენა...

გითხრა,  როგორ შემეფეთა  ცა ლურჯი და მოიისფრო?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი