Ძველი ოთახი
ძველ ოთახში ბრუნდები... სადაც ჯერ კიდევ ბედნიერი იყავი... სადაც ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები... ახლა იქ გარდაცვალება დასადგურებულა... კედელზე ნაცრისფერი ფერია გაგლესილი და მე შენს სახელს ვტვიფრავ ფრჩხილებით... თითებიდან სისხლის წვეთები ისე მეპარებიან თითქოს'და ერთ-ერთი ცერემონიის მონაწილე ვარ, თითქოს'და რიტუალი ვიყო ცხოვრების... ნეტავ როდის გამექცა დრო... ან'და მე როდის დაგკარგე... ყოველთვის როცა აქ მოვდივარ ასე მგონია კედლები შველას ითხოვენ. თითქოს'და ცხოვრებამ თოკზე დაჰკიდა ისინი და მერე სიკვდილი განაცდევინა. ასეთ ფიქრებში ვიჩოქებ მუხლებზე და ვჩურჩულებ... -ხედავ მოვედი... მერე თითქოს მართლა გაგეგოს ჩემი სტუმრობა, ჩემს წინ იმუხლება შენი აჩრდილი და მეუბნები... -დააგვიანე... ეს სიტყვა ისე მხვდება გულში როგორც ტყვია და უცნაურ სიცივეს განვიცდი... -მაპატიე, - ვჩურჩულებ და მინდა შეგეხო... შენ თითქოს იგნორს უკეთებ ჩემს სიტყვებს და მერე უცნაურად მშვიდად ჩამყურებ თვალებში... -წადი, - მეუბნები ცივად მაგრამ შენი თვალები უსაშველო ტკივილს ჰყვირიან... -წადი და ჩადენილი შეცდომა გამოასწორე, მერე მოდი და მომიყევი რა ფერისაა შენი ტკივილი... დასჯილი ბავშვივით ვდგები... შენსკენ ვიხრები რომ დაგემშვიდობო მაგრამ შენ ჩემთან აღარ ხარ... კარი რომ გამოვიხურე კოიოტის კივილს ჰგავდა ცხოვრება... მე მივდიოდი... თუმცა არ ვიცოდი როგორ გამომესწორებინა დღეები... აღმართი რომ ავიარე, მზე ჩადიოდა სადღაც შორეთში. ალაყაფის კარს რომ მივადექი, მურია შემომეგება ცქმუტუნით, ალბათ ის ერთადერთი სულიერი იყო ამ ქვეყნად რომელსაც გულწრფელად უხაროდა ჩემი დანახვა. გაზზე ჩაიდანი რომ შემოვდგი ყურში ისევ შენი სიტყვები მიწიოდნენ... თოფის გავარდნას გავდნენ ისინი... --წადი და ჩადენილი შეცდომა გამოასწორე, მერე მოდი და მომიყევი რა ფერისაა შენი ტკივილი... ნატა ლეონე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი