გამოღვიძება


სამსახურში წამლის წაღება დაავიწყდა.თან სამი დღე უნდა გადაება და სახლშიც ვერ დაბრუნდებოდა რომ აეღო.რაც იქნება იქნებაო,ჩაიქნია ხელი.მართლაც რა უნდა მოსვლოდა,მორჩებოდა მორიგეობას და სახლში დალევდა
.მესამე დღეს,როცა ტელევიზორში მაიონეზის რეკლამა გადიოდა,სადაც ქმარი ცოლს ყველა წვრილმანზე ეძახდა და შვილები ამბობდნენ,მამიკოს დედიკოს გარეშე ძალიან გაუჭირდებაო,გაუჩნდა პირველი ცუდი ფიქრები.ასე ეძახდა ყოველშემთხვევაში მარინა ექიმი და ყოველ მისვლაზე ეკითხებოდა ცუდი ფიქრები ხოარგქონია,დოზა ხოარ გავზარდოთო.
ნინო მოვიდა მერე უფროსი, ვიღაც ახალი ბიჭით.თავიდანვე ცუდად მოხვდა თვალში თუ როგორ შესციცინებდა ეს ბიჭი მის უფროსს და გაახსენდა,რომ ყველა მასე იყო ვინც კი მოუყვანია.მერე საერთოდ გააცნობიერა რისთვის დაყავდა ეს ნაირნაირი ბიჭები და ღმერთო აპატიე,ბოზიაო იფიქრა.
საღამოს გურამი ძიამ შემოუარა,მეზობელ მშენებლობაზე მუშად მომუშავე მოხუცმა.მოიკითხეს ერთმანეთი და სიგარეტი  მომაწევინე,თავს ვანებებ და ძაან გამიჭირდაო,ეუბნება მოხუცი.
-რაღა დროს თავის დანებებაა ამ სიბერეში?-შეეკითხა ღიმილით 
-აძვირებენ სულ და ცოლმა მითხრა,ბევრი გვეხარჯებაო.
-გური,მომისმინე,ყველაზე იაფიან სიგარეტს ეწევი ისედაც,მთელ ხელფასს ცოლს აძლევ და შესვენებაზეც არ ჭამ ფულის დაზოგვის მიზნით,არაფერი გეუცნაურება ამაში?
-წამლებს ხო სვამ ისევ თუ დაანებე თავი,რა უცნაურად ლაპარაკობ?!
-ა,ჩემი ლაპარაკია უცნაური და შენი ცხოვრება არა?-უკვე ყვიროდა.-გადავალ ეხლა ვაგინაში და გიყიდი რამდენიმე პაჩკას.მარა ეს არ გიშველის იცოდე.ან აემ მაღაზიას ვაგინა რატო ქვია და ვაგინის ფორმა რატო აქვს დაფიქრდი აბა მაგაზე.ნორმალურია ხო ეს და ჩემი ლაპარაკი უცნაური?!
მაღაზიიდან დაბრუნებულს გურამი პატრულთან და სასწრაფოსთან ერთად დაუხვდა.საგიჟეთში გადაყავდათ.
იქ სამი ბულდოგივივით ჯეჯგვი ბიჭი და მიმღების ექიმი ქალი,ასევე ჯეჯგვი მისი ხალათის ძლივს შეკრული ღილებით თუ ვიმსჯელებთ,დაუხვდნენ.
-ესეიგი პაციენტი უცოლო, საერთოდ ქალთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს,პორნოც არა,თამაშებიც არა დალევა ცოტა,არც ნარკატას ეკარება.დაენიშნა ბრიყვინის ერთი აბი დღეში.რამდენი ხანია წამალს აღარ იღებ?
-არც მივიღებ!
-კაი,ჩაიღიმა ქალმა,რაღაც შპრიცი დააძრო უჯრიდან,ბიჭებს თვალი უყო და როცა გაკოჭეს, ჯინსის გარედანვე ჩაარჭო ოსტატურად ბარძაყში .დილით უკვე სხვა პიროვნებით გაიღვიძა.აღარც ამბოხის ხასიათზე აღარც ცუდი ფიქრებით.რაც მთავარია აცნობიერებდა,რომ მართლა ცუდი ფიქრები ჰქონდა და  საერთოდ სხვა ადამიანი იყო გუშინ.საზოგადოებისთვის საშიში თუარა მიუღებელი ნამდვილად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი