დათოს ყურშა


დილით ადრე ადგა დათო,
მამას გაჰყვა ტყეში,
მერე რა რომ სოფელს ათოვს,
ბრუნდებიან შეშით.

მამა უთხრა: მოიცადე
შვილო ერთი წუთით,
შეშა მოგვაქვს, მაგრამ ტყეში
დაგრჩენია ქუდი.

- ვაი მამი, შინ რომ მივალთ
არ ეწყინოს დედას,
ქუდი ადრეც დამეკარგა,
თქმას ვერ გავუბედავ.

უცებ ყეფა შემოესმათ,
ძლიერ გაუკვირდათ,
ბედნიერი ყურშა ყეფით
გამორბოდა ტყიდან.

თითქოს პატრონს გაუჯავრდა,
გააქნია კუდი
და ჩვენს დათოს მოუტანა
დაკარგული ქუდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი