ლოკოკინა


ნიჟარაზე უკაკუნებს
გაზაფხულის თბილი წვიმა,
გამოდიო, მზეს წვეთები
აუკინძავს ბროლის მძივად.

ხან ღობეზე აცოცდება,
ხან გადაჭრილ მორზე სძინავს,
ბევრს შრომობს და არ იღლება,
ყველგან ზურგით დააქვს ბინა.

საფრთხეს თუ გრძნობს ნიჟარიდან
თავს არ გაყოფს ლოკოკინა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი